saqarTvelos vulkanebi - TavkveTilis vulkani
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სამსრის ქედი |
კოორდინატები | 41°40`52` ჩ. გ. 43°43`17` ა. გ. |
სიმაღლე | 2583 მ |
ვულკანური მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე 2583 მ. აგებულია ახალგაზრდა ანდეზიტური და ანდეზიტ-დაციტური ლავებით. თავკვეთილის კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპური მდელოებით, ზემოთ - ალპური მდელოებით. მთაზე აქა-იქ არის კარკალი და პატარა ტბა.